დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 29/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016168 |
|
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11.02.2011, 040170050.21.014.016011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების/დადგენის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით. 7. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების დადგენისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე, მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება/გამარტივებული შესყიდვის ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება/გამარტივებული შესყიდვის ღირებულება – 1 000 000 ლარს, ფასების არსებული დონის გათვალისწინება ხდება შიდა ბაზრის შესწავლის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება/გამარტივებული შესყიდვის ღირებულება არის 500 000 ლარი ან მეტი ან/და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება/გამარტივებული შესყიდვის ღირებულება – 1 000 000 ლარი ან მეტი – ფასების არსებული დონის გათვალისწინება შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო ბაზრის შესწავლის საფუძველზე.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები