„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017107
182
30/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
140130000.22.034.017107
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №182

2020 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 140130000.22.034.017005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების“:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2021 წლის 1 ივლისიდან;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საქართველოდან გაძევების მიზნით სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებულ უცხოელებზე;

ბ) იმ ქვეყნის მოქალაქეზე რომელთანაც საქართველოს აქვს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარი და არსებობს სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტირების შესაძლებლობა, საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა ან რეგულარული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა ან/და არარეგულარული (მრავალჯერადი ჩარტერული) ფრენები.“.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და 2020 წლის 14 მარტამდე არ ამოწურვია იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გადაწყვეტილების ფარგლებში მინიჭებული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული ნებაყოფლობითი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2021 წლის 1 ივლისიდან.“.

3. მე-131 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის ამოწურული ჰქონდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და არ დატოვა საქართველოს ტერიტორია, იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2021 წლის 1 ივლისიდან.“.

4. მე-131 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება, თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან საქართველოს აქვს საქართველოს აქვს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარი და არსებობს სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტირების შესაძლებლობა; არსებობს საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა ან რეგულარული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა ან/და არარეგულარული (მრავალჯერადი ჩარტერული) ფრენები.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური