„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016166
18
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
010240060.57.069.016166
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №18

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​10) საბჭო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს ელექტრონული ტენდერი, კანონის 237 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონითა და საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

3. 41-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციისა (ხარჯთაღრიცხვის გარდა) და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში), ასევე ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (არსებობის შემთხვევაში) შეფასების დასრულებიდან, კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე სატენდერო კომისიას ეკრძალება მიმდინარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება ან/და ქმედების განხორციელება. თუ აღნიშნულ ვადაში სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გასაჩივრება, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს ელექტრონული ტენდერი ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ელექტრონული ტენდერის შეჩერება არ იწვევს ამ პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის შეჩერებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე