„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016056
48
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
290160000.60.072.016056
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №48

2020 წლის29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21​1 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ №02 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016010) დამტკიცებულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.  პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ბ. დაარღვია “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.“

2.  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 3. მზღვეველისთვის/ადმინისტრატორისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სამსახურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის

„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სამსახურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველი და/ან მისი ადმინისტრატორი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების/ განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) ბენეფიციარი მესაკუთრის ან/და მფლობელობის და კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე ან/და კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის წესის დაუცველად კლიენტთან (ასევე მისი სახელით მოქმედ პირთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

დ) სიცოცხლის დაზღვევის (საინვესტიციო ხასიათის) მოსარგებლის/სავარაუდო მოსარგებლეთა წრის (მათ შორის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ე) მაღალი რისკის დონის მქონე კლიენტის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ვ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ზ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ი) კლიენტს არ აქვს მინიჭებული რისკის დონე – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

კ. ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

კ. ბ) 5 სამუშაო და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ლ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამოვლენის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მ) მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სამსახურისათვის დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად გაცემული წერილობითი მითითების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ო) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვისა და/ან შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის  შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

პ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის არ ქონის – შიდა კონტროლის არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის, ან/და შესაბამისი პროცედურებისა და წესების მიღების ან/და დაცვის ვალდებულების სისტემატური დარღვევის შემთხვევაში - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ჟ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემის არქონის შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით."

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი