დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016468 |
|
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; “11/05/2018წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.108.016396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-4 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვის კოორდინაციას; კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; მიზნობრივი ჯგუფების (პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) საჭიროების შესწავლას, მოგვარების გზების ძიებას და სხვადასხვა ხასიათის დახმარების პროგრამების შემუშავებას; ლ) სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების იდენტიფიცირებასა და მათი საჭიროებების შეფასებას; მ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების შეფასებას; ნ) წარსულში კანონთან კონფლიქტში მოფი სრულწლოვანი პირების მხარდაჭერას და შესაბამის პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას მათი რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნით; ო) ადიქციის მქონე პირების იდენტიფიცირებას და საჭიროებების შეფასებას; პ) მიზნობრივი ჯგუფების სოციალური მომსაურებით უზრუნველყოფის მიზნით შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი ღონისძიებების განხორციელებას; ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს დადგენილი წესით და ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები