“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 24 დეკემბრის №258 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 24 დეკემბრის №258 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 13/03/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 21/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.127
  • Word
25
13/03/2000
სსმ, 24, 21/03/2000
090.012.004.127
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 24 დეკემბრის №258 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 090.012.004.127

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 25

2000 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 24 დეკემბრის №258 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის №2211-IIს კანონისა და "აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანების შესაბამისად და აღნიშნული წესის ზოგიერთი მოთხოვნის დაზუსტების მიზნით ვბრძანებ:

"აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების აკუმულირებისა და მისი განკარგვის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 24 დეკემბრის №258 ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. დაევალოს შესაბამის საგადასახადო ორგანოებს აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებზე გასცენ აქციზის ბიუჯეტში გადახდის ცნობა მეწარმეების მიერ ნომინალური ღირებულებისა და აქციზის თანხის შესაბამის ანგარიშებზე გადარიცხვის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებების ან ნაღდი ანგარიშსწორების ქვითრების წარდგენის შემდეგ".

დ. ონოფრიშვილი