ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016495
37
28/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
010250050.35.167.016495
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2020 წლის 28 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,საქართველოს სივრცით დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსის“ 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის  მშენებლობისათვის  მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის დეტელური შეტყობინების ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის   მშენებლობისათვის  განმცხადებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს წინასაპროექტო კვლევის შედეგები, თუ დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს:

 ა) ორ სრულ სართულზე მეტი შენობა-ნაგებობის  მშენებლობას/რეკონსტრუქციას;

ბ) უძრავი ძეგლის 50 მეტრის არეალში, მდინარეების ჯებირებიდან (კიდეებიდან) 50 მეტრის არეალში, ტბების და წყასაცავების პერიმეტრის 50 მერტიან არეალში მშენებლობას/რეკონსტრუქციას.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია