საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლისაგან განთავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016494
36
28/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
010250050.35.167.016494
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლისაგან განთავისუფლების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2020 წლის 28 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლისაგან განთავისუფლების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.დ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და ,,კომუნალური გადასახადების სუფსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის N655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     

მუხლი 1
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად განთავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის, იანვრის და თებერვლის დასუფთავების მოსაკრებლისგან.
მუხლი 2
ფიზიკური პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი  აქვთ 2020 წლის  ნოემბრის და დეკემბრის, 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო  ანგარიშზე, გარდა ამ  დადგენილების მე-3  მუხლით  გათვალისწინებული  შემთხვევისა.
მუხლი 3
1. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე.

2. ფიზიკურმა პირებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას.

მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია