„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39-IIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 280010000.05.001.020216
39-IIრს-Xმპ
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
280010000.05.001.020216
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 64-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა:

ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ;

გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება.“.

2. 65-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის პირველი−41-ე მუხლები, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და მე-2−მე-4 პუნქტები, 43-ე მუხლი და  48-ე−63-ე მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე და 46-ე მუხლები და 47-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მოქმედებს 2022 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 დეკემბერი 2020 წ.

N39-IIრს-Xმპ