„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.134.016323
29
28/12/2020
ვებგვერდი, 29/12/2020
210020010.35.134.016323
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2020 წლის 28 დეკემბერი

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.134.016273, 02/08/2018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების  „მე-2“ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტების მშენებლობა, ხოლო თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის გაცემის (მიღების) მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული
ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე