„მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 804
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.022527
804
28/12/2020
ვებგვერდი, 29/12/2020
270000000.10.003.022527
„მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №804

2020 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 270000000.10.003.020698) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესი და პირობები“  თანდართული რედაქციით.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შერჩევით კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს  დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომში − ზედამხედველი ორგანო), ხოლო სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, ზედამხედველი ორგანო კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებს ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის სამსახურებთან ერთად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია