დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 28/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.11.004.016068 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/02/2018; ს/კ: 240080000.11.004.016051) დამტკიცებული:
1. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესის მე-3 მუხლის: ა) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ამ დადგენილებით დამტკიცებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გაიცეს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტზე, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამავე კომიტეტის დებულების შესაბამისად.“; ბ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების მეშვეობით განახორციელოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ციფრული/ელექტრონული ხელმოწერა ან/და აღნიშნული ინფორმაციის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის გაგზავნა. 15. ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაციის გამოქვეყნება არ გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ სანქციის გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული წარმოების/შემოწმების აქტების ან ნებისმიერი სხვა მასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების ვალდებულებას ან ასეთი ინფორმაციისთვის/დოკუმენტაციისათვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას.“. 2. კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დანართ №1-ს (პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმა. 10. ინფორმაცია ადრეული ინტერვენციის ზომებთან, აგრეთვე სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის, რეზოლუციის გეგმასა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასებაზე, გარდა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომლის გამოქვეყნება ევალება ეროვნულ ბანკს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები