სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016026
10
25/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
010100000.72.084.016026
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №10

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და პირობები (დანართი №1) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №2).

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 16 ნოემბრის №6 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 17/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016015).
მუხლი 3
ამ წესის ძალაში შესვლის შემდგომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება პირველად განხორციელდეს წესის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული დანართით გათვალისწინებულია აღნიშნულზე მეტი ვადა.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია