„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 798
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022525
798
24/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
300160070.10.003.022525
„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №798

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2020, 300160070.10.003.021794) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. 2021 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის – რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცება.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილება, გარდა მე-5 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგენილების მე-5 მუხლი მოქმედებს 2021 წლის 1 ივლისამდე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია