დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 794 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.022517 |
|
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, 240110000.10.003.019634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა“ (დანართი №2) და „აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. „საერთო შესვლის დოკუმენტის შევსების წესით“ (დანართი №5) გათვალისწინებული გრაფა I.13-ის შევსების წესი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გრაფა I.13 საქონლის სეს ესნ კოდი – საქონლის სეს ესნ კოდი, როგორც ეს განსაზღვრულია „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები