„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.022515
790
24/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
040150000.10.003.022515
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №790

2020 წლის 24 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2011, 040150000.10.003.016305) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ 41  მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის შესაბამისად მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისას, შენობის მესაკუთრე ვალდებულია, უზრუნველყოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგი ოდენობის, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყოველ ჰექტარზე – ქონების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგი ოდენობის გადახდა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია