„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017417
325
30/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
200090000.22.033.017417
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №325

2020 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა

1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობისა და  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური.

2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების გაცემა დასტურდება №VI-01, №VI-02, №VI-03, №VI-04, №VI-05, №VI-06, №VI-061, №VI-062 დანართების ფორმის შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის ნუმერაცია განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობა - 19-02/--

ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-03/---

გ) სამორინეს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-04/---

დ) ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-05/---

ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-06/---

ვ) ლოტოს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-07/---

ზ) ბინგოს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-08/---

თ) აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-09/---

4. ინფორმაცია გაცემული ნებართვის შესახებ შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.“.

2. დანართი №VI-061-ს შემდეგ დაემატოს დანართი №VI-062 თანდართული რედაქციით.

3. 95-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახურის მიერ სანებართვო მოწმობა შეიძლება გაიცეს მატერიალური ფორმით (გარდა აზარტული კლუბის მოწყობის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობისა) ან ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.“.

4. 98-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისათვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდების, სათამაშო აპარატების დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის მოწყობის, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის ან/და სალაროების მოწყობაზე;

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს: 

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა);

გ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში  - ეტაპის ნომერს.“.

5. 99-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაცხადში მიეთითება მოქმედი სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოსაწყობი თამაშობა და წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდი. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხდება მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი, რომლის გადახდა ხდება ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.“ ;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)  ნიშნის შეძენა მოსაკრებლის გადამხდელის მიერ ხდება ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადაიხადოს წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე.“;

ე) მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)  საქმიანობას ანახლებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან  მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება სრულად.

6. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)  ნებართვას იღებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან დარჩენილი დღეების პროპორციულად.

7. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ახორციელებს ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილებას იმ ტერიტორიაზე, სადაც დადგენილია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განსხვავებული (მეტი) განაკვეთი, ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილებიდან 5 სამუშაო დღეში გადაიხდება მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა.

8. თუ აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მოქმედების ვადა სრულდება საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)   გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება ნებართვის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილი დღეების პროპორციულად.“.

6. 104-ე და 105-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს  ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი