დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 31 იანვრის №10/2000 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 03/03/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.116 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.116
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება N 30/2000
2000 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 31 იანვრის N10/2000 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
I. ”საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 31 იანვრის №10/2000 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე_10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”10. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებულმა საოლქო საარჩევნო კომისიაში რწმუნებულის დანიშვნის შესახებ არა უგვიანეს 17 მარტისა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებული, დაესვას თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), და მასში აღნიშნული უნდა იყოს რწმუნებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის (ფაქსის) ნომერი. დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 2 დღისა“.
2. მე_15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”15. საუბნო საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებულის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ“.
3. მე_16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
”16. განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე არა უგვიანეს 2 დღისა წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებული საოლქო საარჩევნო კომისიაში ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი პირი (პირები), დაესვას თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) და მასში აღნიშნული უნდა იყოს წარმომადგენლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის (ფაქსის) ნომერი“.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯუმბერ ლომინაძე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები