„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47-IIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 300350000.05.001.020218
47-IIრს-Xმპ
30/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
300350000.05.001.020218
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.05.001.019726) მე-11 მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ შემუშავებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის დამტკიცება.

2. სამინისტრომ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

3. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება:

ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამაცივრე მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

დ) ტელევიზორის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ე) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

თ) საყოფაცხოვრებო გამათბობელი საშუალებების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; 

ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერის კომპლექტების, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის ენერგიის მიმღები მოწყობილობების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ლ) მტვერსასრუტის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

მ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის ავზის, წყლის გამაცხელებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ნ) გამათბობლის, გამათბობლის კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლის მზის პანელებისა და გამათბობლის კომბინირებული კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლისა და მზის პანელების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ო) ელექტრონათურისა და სანათის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

პ) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ჟ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2020 წ.

N47-IIრს-Xმპ