დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 03/03/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.115 |
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 010.008.004.115
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №29/2000
2000 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის, „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისათვის შეიქმნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს შემდეგ სახელმწიფო დაწესებულებებში:
ა) საქართველოს საელჩო ავსტრიასა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქ. ვენა;
ბ) საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქო;
გ) საქართველოს საელჩო აშშ-ში, ქ. ვაშინგტონი;
დ) საქართველოს საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში, ქ. ბრიუსელი;
ე) საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბონი;
ვ) საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონი,
ზ) საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარა;
თ) საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში, ქ. ტრაპიზონი;
ი) საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში, ქ. სტამბოლი;
კ) საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში, ქ. თელ-ავივი;
ლ) საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, ქ. რომი;
მ) საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვი;
ნ) საქართველოს საკონსულო სანქტ-პეტერბურგში, ქ. სანქტ-პეტერბურგი;
ო) საქართველოს საკონსულო ქ. სოჭში, ქ. სოჭი;
პ) საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ. ათენი;
ჟ) საქართველოს საელჩო საფრანგეთში, ესპანეთის სამეფოსა და იუნესკოში, ქ. პარიზი;
რ) საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანი;
ს) საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში, ქ. ტაშკენტი;
ტ) საქართველოს საელჩო უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიევი;
უ) საქართველოს გენერალური საკონსულო ოდესაში, ქ.ოდესა;
ფ) საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, ქ. ჟენევა;
ქ) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ქ. ნიუიორკი;
ღ) საქართველოს გენერალური საკონსულო ლიტვაში, ქ. ვილნიუსი.
2. საარჩევნო უბნების დაკომპლექტება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოხდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, არჩევნებამდე არა უგვიანეს 10 დღისა.
3. ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება განახორციელოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები