დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-644/ო |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-644/ო 2020 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების: ა) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID - 19) დაკავშირებული რეკომენდაციები – ავტომომსახურება (დანართი №12);“; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო ცენტრებისთვის (მოლებისთვის) (დანართი №18);“. 2. ბრძანებით დამტკიცებული შემდეგი დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: ა) №11 დანართი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები – საცალო და საბითუმო ვაჭრობა); ბ) №12 დანართი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები – ავტოტექმომსახურება); გ) №18 დანართი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის). მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე
|
დოკუმენტის კომენტარები