„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 119/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.022.017978
119/ნ
28/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
190040000.22.022.017978
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №119/ნ

2020 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.022.016285) და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური შემდეგი ოდენობით:

1.1. ვებგვერდების ჰოსტინგი (ყოველთვიური გადასახადი):

ა) 3 გბ – 30 ლარი;

ბ) 5 გბ – 50 ლარი;

გ) 20 გბ – 80 ლარი.

1.2. ვებგვერდების ჰოსტინგი  WAF-ის მეშვეობით (ყოველთვიური გადასახადი):

ა) 3 გბ – 50 ლარი;

ბ) 5 გბ – 90 ლარი;

გ) 20 გბ – 150 ლარი.

1.3. ცენტრალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი) 800 ლარი.

1.4. ინტერნეტპროვაიდერული მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი):

ა) 1 მბ/წმ-ის ფასი – 1 მბ/წმ-დან 19 მბ/წმ-ის ჩათვლით – 50 ლარი;

ბ) 1 მბ/წმ-ის ფასი – 20 მბ/წმ-დან 49 მბ/წმ-ის ჩათვლით – 35 ლარი;

გ) 1 მბ/წმ-ის ფასი – 50 მბ/წმ-დან – 30 ლარი.

შენიშვნა: 1.4 პუნქტში მითითებული ინტერნეტის სიჩქარე განსაზღვრულია 15:00 საათამდე. 15:00 საათის შემდეგ, სიჩქარე ულიმიტოა. აღნიშნული ინტერნეტპროვაიდერული მომსახურება მოიცავს შინაარსის, მავნე ვებგვერდების, ანტივირუსულ, ანტიბოტ ფილტრაციასა და Firewall-ის მომსახურებას.

1.5. საკომუნიკაციო ქსელის (VoIP) მომსახურება (ყოველთვიური, სააბონენტო გადასახადი):

ა) იურიდიული პირებისათვის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა) – 800 ლარი;

ბ) სსიპ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – 20 ლარი ერთ ნომერზე;

გ) კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – 30 ლარი ერთ ნომერზე.

1.6. ადგილობრივი კომპიუტერული ქსელის მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი) – 700 ლარი.

1.7. პერსონალური კომპიუტერის მომსახურება (ყოველთვიური გადასახადი თითო კომპიუტერზე) – 25 ლარი.

1.8. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება – (ყოველთვიური გადასახადი) 1000 ლარი.

1.9. Windows/Linux სერვერის ადმინისტრირება (ყოველთვიური გადასახადი) 1000 ლარი.

1.10. გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგი – (ყოველთვიური გადასახადი):

ა) 1 GB HDD – 1 ლარი;

ბ) 1 GB RAM – 15 ლარი;

გ) 1 vCORE – 40 ლარი.

1.11. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ელექტრონული ტესტირების  ჩატარებისთვის სპეციალური პროგრამების ინსტალაცია ან/და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ტესტირების პერიოდში – თითოეული გამოსაცდელი პირის ერთ საგანში/თითოეულ ელექტრონულ ტესტირებაში მომსახურება – 0,30 ლარი.

1.12. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებისთვის სპეციალური პროგრამების ინსტალაცია ან/და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა – ერთ დღეში მომსახურება თითოეულ კომპიუტერზე – 0,50 ლარი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი