„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ”

„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 26/2000
დოკუმენტის მიმღები ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 03/03/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.112
26/2000
01/03/2000
სსმ, 19, 03/03/2000
010.008.004.112
„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ”
ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №26/2000

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების შევსების წესის შესახებ

 

I. საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის მე-18  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. საუბნო საარჩევნო კომისიებში კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის წარმოშობის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად ახალი წარდგინებები მიიღოს 3 დღის ვადაში და კომისიის წევრები დანიშნოს წარდგინების ვადის დამთავრებიდან 3 დღეში.

2. ამ დადგენილების მიღებამდე აღმოჩენილ ვაკანტურ ადგილზე წარდგინებების მიღება განახორციელოს საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ დადგენილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში (არაუგვიანეს 10 მარტისა) და კომისიის წევრები დანიშნოს წარდგინების ვადის დამთავრებიდან 5 დღეში (არაუგვიანეს 15 მარტისა).

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                               ჯუმბერ ლომინაძე