„სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ”

  • Word
„სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 29/02/2000
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 07/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.013.004.110
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
7
29/02/2000
სსმ, 20, 07/03/2000
090.013.004.110
„სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ”
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2000 - 04/08/2010)

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 090.013.004.110

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №7

2000 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულ დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესი(თან ერთვის).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა.ცერცვაძე

სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესი

    მუხლი 1

სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესი შემუშავებულია ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით და განსაზღვრავს სავალდებულო დაზღვევის ფონდის (შემდგომში ფონდი) მიერ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილში სადაზღვევო რეზერვის ფორმირების პრინციპებს, მათი განთავსებისა და ინვესტირების ძირითად მიმართულებებს.

    მუხლი 2

სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესში გამოყენებული ძირითადი ცნებები და აღნიშვნები:

ა) P - საბაზისო პრემია – ფონდში ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შენატანების ოდენობა საანგარიშო პერიოდში;

ბ) X – ადმინისტრაციული ხარჯები – ხელფასის ფონდი, მატერიალური დახმარება, დანარიცხები ხელფასზე, ოფისის ხარჯები, კაპიტალური ხარჯები საანგარიშო პერიოდში;

გ) Z – გადახდილი ზარალები – ფონდიდან ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში;

დ) Y – რეგრესით ამოღებული თანხები – ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეგრესული მოთხოვნის წაყენების გზით მიღებული თანხები;

ე) F – გამაფრთხილებელი (პრევენული) ღონისძიებების ფონდი – ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ალბათობის შემცირება, დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა, საინფორმაციო უზრუნველყოფა და სადაზღვევო სფეროს სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, დაზღვევის სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობა;

ვ) J – ფონდის სადაზღვევო რეზერვების ინვესტირებით მიღებული შემსავალი;

ზ) საანგარიშო პერიოდიყოველი კალენდარული წელი;

თ) საანგარიშო თარიღიყოველი კალენდარული წლის 31 დეკემბერი;

ი) R – ფონდის სადაზღვევო რეზერვია საანგარიშო პერიოდში;

კ) R0 – ფონდის მიერ შექმნილი სადაზღვევო რეზერვია საანგარიშო პერიოდის დასაწყისში.

    მუხლი 3

1. ფონდი, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სადაზღვევო საქმიანობის ფინანსური შედეგების განსაზღვრით, საანგარიშო თარიღის მდგომარეობით გაიანგარიშებს სადაზღვევო რეზერვის ოდენობას.

2. ფონდის მიერ შესაქმნელი სადაზღვევო რეზერვის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

R=R0 + P – X – Z – F + Y + J

3. სადაზღვევო რეზერვი გაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

    მუხლი 4

ფონდი, ფინანსური მდგომარეობისა და ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს საკუთარი სადაზღვევო რეზერვების განთავსებასა და ინვესტირებას.

    მუხლი 5

1. ფონდის სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების ძირითადი მიმართულებებია:

ა) სახელმწიფო სასესხო ვალდებულებანი;

ბ) მუნიციპალური სასესხო ვალდებულებანი;

გ) სადეპოზიტო ანაბრები;

დ) ყველა სხვა სახის ფასიანი ქაღალდი (გარდა სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივი აქციებისა);

ე) უძრავი ქონება;

ვ) ძვირფასი თვლები და ლითონები;

ზ) სავალუტო ფასეულობები.

2. სადაზღვევო რეზერვები შესაძლებელია განთავსებულ იქნს ფონდის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

    მუხლი 6

იკრძალება სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება და განთავსება ნებისმიერი სხვა მიმართულებით, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესის მე-5 მუხლით.

    მუხლი 7

1. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება, ამ წესის მე-5 მუხლით გასაზღვრული მიმართულებით, ხდება მხოლოდ იმ ფასიან ქაღალდებში, რომელთა ემისიის პროსპექტები დამკიცებულია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ.

2. სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება სავალუტო ფასეულობებში ხდება სავალუტო რეგულირების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.