„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 779
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022503
779
23/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
010240030.10.003.022503
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №779

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია