„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 777
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.022501
777
23/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
270000000.10.003.022501
„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №777

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2020, 270000000.10.003.021808) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების“:

1.  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს  დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობა.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შრომის ინსპექცია –  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  სახელმწიფო კონტროლს  დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური  (შემდგომში − შრომის ინსპექციის სამსახური);

გ) შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი – მთავარი შრომის ინსპექტორი;

დ) შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილი პირი − ყველა ის პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს გარკვეული ქმედებები შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელით;

ე) ინსპექტირების განმახორციელებელი პირი (შრომის ინსპექტორი) – შრომის ინსპექციის სამსახურში დასაქმებული პირი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ სამსახურს და უშუალოდ მონაწილეობს ობიექტის ინსპექტირებაში;“;

ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინსპექტირება – ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;  

თ) განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება) − ობიექტზე, დარღვევის/დარღვევების გამოსასწორებლად მიცემული ვადის შემდეგ, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განმეორებით განხორციელებული ინსპექტირება;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ნაწილობრივი ინსპექტირება – კონკრეტული დასაქმებულის ან/და დასაქმებულთა გარკვეული ჯგუფის სამუშაო ადგილის ინსპექტირების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ობიექტის ნაწილობრივ (სამუშაო სივრცის ნაწილი, კონკრეტული სამუშაო ადგილი, ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.) შემოწმება.“.

3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია