დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 776 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.022500 |
|
„შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2015, 270000000.10.003.018803) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის“:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი იმიგრანტის შრომითი მოწყობისა და მისი შრომის გამოყენების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმებასთან დაკავშირებით.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აცნობოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ფუნქციების შესრულებისას შრომითი იმიგრანტის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევის თაობაზე არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან მე-2 კალენდარული დღისა;“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები