დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 774 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022498 |
|
„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2017, 300160070.10.003.020186) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ მე-2 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებენ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომში − შრომის ინსპექციის სამსახური).“. 2. 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შრომის ინსპექციის სამსახური − აკონტროლებს ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი − მე-4 პუნქტებით, მე-11 − მე-14 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები