„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017074
403
23/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
010210040.08.002.017074
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №403

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19.12.2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები

ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პროტოკოლის სამსახური;

ბ) კომუნიკაციის სამსახური;

გ) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ზ) საფინანსო სამსახური;

თ)  შესყიდვების სამსახური;

ი) ლოგისტიკის სამსახური.“.

2. მე-5 მუხლში:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება;

დ) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლოგისტიკის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ე) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

ზ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი