დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016510 |
34
23/12/2020
ვებგვერდი, 24/12/2020
010250050.35.137.016510
საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ,,კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულიად გათავისუფლდნენ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის, თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისაგან. |
| მუხლი 2 |
ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახოთ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა მე-3 მუხლში ჩამოთვლილი პირებისა. |
| მუხლი 3 |
ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე, რომლის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართონ ა.ა.ი.პ. „ადიგენის დასუფთავების სამსახურის“ ადმინისტრაციას (ს/კ 422720611). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები