დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 320 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017415 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 81-ე მუხლის:
1. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგადასახადო/საბაჟო ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211 და 444 მუხლებით, 825 მუხლებით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლით, 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებით, 1291 მუხლით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1537, 1538, 15310–15312, 1541, 1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი-მე-18 ნაწილებით, 1555, 1556, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 1571–1574, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 16510, 16511, 1715, 17417, 17714, 17715, 178-ე, 1793, 1911, 194-ე, 195-ე მუხლებითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე. 5. საგადასახადო/საბაჟო ორგანო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებით, 1291 მუხლით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 1537, 1538 და 15310–15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე, 165-ე, 16510 და 16511 მუხლებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 17417, 17714, 17715,1793, 1911, 194-ე, 195-ე მუხლებითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით.“. 2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 1537, 1538 და 15310–15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 17417, 17714, 17715 და 1911 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები