„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38072
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/12/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016602
38072
21/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
000000000.00.00.016602
„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №38072

2020 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ნედლი  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) დიზელი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 430 00, 2710 19 460 00, 2710 19 470 00 და 2710 19 480 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;“;

ბ) “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მაზუთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 620 00, 2710 19 640 00 და 2710 19 680 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.