დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება „შოდას“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „შოდა“ |
| მიღების თარიღი | 22/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
|
სააქციო საზოგადოება „შოდას“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
|
სააქციო საზოგადოება „შოდა“ (ს/კ 202886145) საზოგადოების აქციონერებს იწვევს სააქციო საზოგადოება „შოდას“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2021 წლის 18 იანვარს დღის 12:00 საათზე ქ. თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. 190-ში.
სააქციო საზოგადოება „შოდას“( ს/კ 202886145) კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 21 დეკემბერი. დღის წესრიგი: 1. დივიდენდის განაწილება; 2. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრა; 3. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის განსაზღვრა.
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოდგენილი საკითხები და მოსაზრებები განხილულ იქნება საერთო კრებაზე. კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში“, ქ. თბილისში, მოსაშვილის ქ. 11, ტელ: 225 15 60; 222 53 51. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „შოდას“ მისამართზე: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის 190. აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „შოდას“ (ს/კ 202886145) დირექტორი ნიკოლოზ ტატიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები