„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი N ნ-18
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 22/12/2020
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016087
N ნ-18
22/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
350080000.64.076.016087
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-18
2020 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი

„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზებუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის-6 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 350080000.64.076.016059) დამტკიცებულ „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ ადმინისტრატორის შეცვლა ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდის ადმინისტრირების პანელიდან, სამსახურის თანამშრომლის მიერ, სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმების შემდეგ პირი დარეგისტრირდება ადმინისტრატორად ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ივსება შემდეგი ინფორმაცია:

ა) სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის შესახებ; 

ბ) იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტი მშობელ საწარმოს;

გ) ანგარიშგების წარდგენის დროისთვის აქვს თუ არა სუბიექტს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომ – სდპ) სტატუსი. ასევე, მიეთითება სდპ-ის სახე;

დ) ჯგუფის შექმნის თარიღთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) წარმოადგენს თუ არა სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს; 

ვ) მოიცავს თუ არა სუბიექტის საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას;

ზ) ანგარიშგების წარდგენის დროისთვის წარმოადგენს თუ არა ფუნქციონირებად საწარმოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად.“.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სუბიექტის ანგარიშგების წარდგენის დროისთვის არსებული სდპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია და სდპ-ის სახე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აისახება ავტომატურად, აგრეთვე ინფორმაცია, წარმოადგენს თუ არა კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს, აისახება ავტომატურად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.“.

4. მე-12 მუხლს მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში. თუ აღნიშნული თანხა ანგარიშგების წარდგენის დროისთვის სრულად გადახდილი არ არის, სუბიექტი აუდიტორის დამატების ჩანართში მიუთითებს აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობას სრულად, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში.“.

5. წესის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სუბიექტი ციფრული ფორმების შევსებამდე მიუთითებს, ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ თუ ათასეულ ლარებში. მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტები მონაცემებს წარადგენენ მხოლოდ ერთეულ ლარში.“.

6. წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება და შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ქართულენოვან თარგმანში ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული ტერმინები მითითებულ უნდა იქნას ფინანსური ანგარიშებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე - www.saras.gov.ge. სუბიექტმა ქართულ ენაზე შედგენილი ანგარიშგება/სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი, უნდა ატვირთოს ერთიან დოკუმენტად ანგარიშგების ვებგვერდზე ანგარიშგების ჩანართის „ქართული“ გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ანგარიშგებას ან მის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს წარადგენს უცხო ენაზე, დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ანგარიშგების ჩანართის შესაბამის გრაფაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე