„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017103
177
22/12/2020
ვებგვერდი, 22/12/2020
010340000.22.034.017103
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №177

2020 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07.08.2014, 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

ა) მე-5 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ 2“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ზ 2) დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

3) მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარება გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;“;

ბ) მე-91 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) უზრუნველყოფს მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარებას;“;

გ) მე- 11 მუხლის:

გ.ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას ან/და მის გადაყვანას/ექსკორტირებას, აგრეთვე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას;“;

გ.ბ) მე-11 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ და „ტ2“ ქვეპუნქტი:

„ტ1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

2) უზრუნველყოფს მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური