„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 769
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022492
769
21/12/2020
ვებგვერდი, 21/12/2020
470000000.10.003.022492
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №769

2020 წლის 21 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის  674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:       

1. დანართი 1-ის  (,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ - პროგრამული კოდი 27 03 02 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,069.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

950.0

2

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა  მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

61.0

3

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

324.0

4

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი

117.0

5

საინფორმაციო რეგისტრებისა და ელექტრონული მოდულების განვითარება

172.0

6

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

1,445.0

 

სულ:

3,069.0

.“.

2. დანართი 2-ის (,,იმუნიზაცია- პროგრამული კოდი 27 03 02 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 24,166.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

18,815.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

57.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

861.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

4,288.0

5

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები 

(მ. შ., იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება)

105.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

40.0

 

სულ:

24,166.0

.“.

3. დანართი 3-ის (,,ეპიდზედამხედველობა“ - პროგრამული კოდი 27 03 02 03) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მე-3 მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდეგი დაწესებულებებიდან: აღმოსავლეთ საქართველოში საყრდენი პუნქტი შპს „მედკაპიტალი“ საბურთალოს ფილიალი, შპს „ევექსის ჰოსპიტლები“ − მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, ხოლო დასავლეთ საქართველოში საყრდენი პუნქტი სს „ევექსის ჰოსპიტლები“ − აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს  ინტერვენციული  მედიცინის ეროვნული  ცენტრი, შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი“, შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი“, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან დამატებით 3 საყრდენ ბაზაზე, აღმოსავლეთ საქართველოში შპს ,,მედკაპიტალი" გლდანის ფილიალი,  დასავლეთ საქართველოში  შპს ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა, შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი - მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი.“.

4. დანართი №4-ის (,,უსაფრთხო სისხლი - პროგრამული კოდი 27 03 02 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,157.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დონორული სისხლის კვლევა В და С ჰეპატიტებზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და სიფილისზე

1,596.0

2

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა

96.0

3

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, მათ შორის, NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, დონორთა სისხლის ცენტრალიზებული კვლევის პილოტური პროექტი

2,410.0

4

სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (მ. შ. „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა)

0

5

სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ადმინისტრირება

55.0

 

სულ:

4,157.0

.“.

5. დანართი №6-ის (,,ტუბერკულოზის მართვა“ - პროგრამული კოდი 27 03 02 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,018.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 12 500 ლარი თვეში)

 2,283.2

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა, მ. შ.:

1,510.0

 

2.1

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიებისათვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა

545.0

3

სტაციონარული მომსახურება

 6,853.3

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

39.2

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არა უმეტეს 80%-ის შესყიდვა

2,050.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  ფულადი წახალისების დაფინანსება

245.0

 

სულ:

13,018.5

 

.“.

6. დანართი №7 -ის (,,აივ-ინფექციის/შიდსის მართვა - პროგრამული კოდი 27 03 02 07):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად.“;

ბ)  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უზრუნველყოფა აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტებით;

კ) ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელთან C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირების კონფირმაციული კვლევებისთვის ჯინექსპერტ კარტრიჯების შესყიდვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2398 განკარგულებით მოწონებული საგრანტო პროექტის „C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირების დაკავშირება შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობასთან“ ფარგლებში.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

 „11. მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდება  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობის საფუძველზე, ა(ა)იპ - ზ. დანელიას სახელობის კავშირ თანადგომის მეშვეობით.

12. მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,071.9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

1,340.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

3,895.6

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

2,659.3

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არა უმეტეს 80%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

2,490.0

5

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში

352.0

6

პილოტი-აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ) (2020 წლის 1 ივლისიდან)

335.0

 

სულ:

11,071.9

.“.

7. დანართი N8 -ის (,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ - პროგრამული კოდი 27 03 02 08)  მე -8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,236.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

5,714.2

1.1

 სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

325.9

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციისა/ შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

200.0

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

770.4

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

68.0

6

მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

158.0

6.1

სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

82.1

        სულ:

7,236.5

.“.

8. დანართი №9 -ის (,,ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა-  პროგრამული კოდი 27 03 02 09) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,514.3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

2,404.6

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის:

7,117.4

2.1

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა

360.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში   ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/ საკარანტინო სივრცეში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა

300.0

4

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

1,251.0

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

6

ეფექტიანობის შეფასების კომპონენტი

120.0

7

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

285.3

 

სულ:

11,514.3

 .“.

9. დანართი №11 -ის (,,ფსიქიკური ჯანმრთელობა - პროგრამული კოდი 27 03 03 01) მე -8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26,148.3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

7,195.0

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

100.9

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.3

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

2,450.0

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

14,086.9

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

360.0

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,094.0

9

საცხოვრისების განვითარება

48.2

 

სულ:

26,148.3

.“.

 

10.  დანართი №12 -ის - (,,დიაბეტის მართვა- პროგრამული კოდი 27 03 03 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,887.8.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

1,533.9

2

 სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

628.0

3

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

13,331.2

4

 უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

190.7

5

 სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

204.0

 

სულ

15,887.8

.“.

 

11. დანართი №14 -ის - (,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ - პროგრამული კოდი 27 03 03 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 41,888.8 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

16,719.9

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

91.3

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების,

მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

23,748.9

 

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

500.0

5

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

792.7

6

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

 

სულ:

41,888.8

.“.

12. დანართი №15 -ის - (,,ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა- პროგრამული კოდი 27 03 03 05) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,429.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა

152.9

2

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა და სიმპტომური მკურნალობა

2,533.0

3

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

743.1

3.1

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

457.1

3.2

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

286.0

 

სულ:

3,429.0

.“.

 

13. დანართი №16 -ის (,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა- პროგრამული კოდი 27 03 03 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,583.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება

70.0

2

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება

412.6

3

ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება

200.0

4

იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მ.შ:

11,900.4

4.1

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

296.0

 

სულ

12,583.0

 .“.

14. დანართი N17-ის (,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“ - პროგრამული კოდი 27 03 03 07):

ა) დანართი №17.1 -ის (,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ - პროგრამული კოდი 27 03 03 07 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

 პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 111,975.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

91,522.0

2

სოფლის ექიმი

20,453.0

2.1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად

20,125.1

2.2

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

327.9

 

სულ:

111,975.0

.“;

 

ბ) დანართი №17.2 -ის (,,სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება - პროგრამული კოდი 27 03 03 07 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,047.9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება

3,741.0

2

სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა

2,754.1

3

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

552.8

 

სულ:

7,047.9

.“.

 

15. დანართი N18-ის (,,რეფერალური მომსახურება“ - პროგრამული კოდი: 27 03 03 08) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 32,000.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 30,495.0 ათასი ლარით;

ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით;

გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1,500.0 ათასი ლარით.“.

16. დანართი N20-ის (,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ - პროგრამული კოდი: 27 03 03 11):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) COVID-19-ის მკურნალობის მიზნით ანტივირუსული მედიკამენტის − რემდესივირის შესყიდვისათვის სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ საჭირო თანხის სუბსიდიით უზრუნველყოფას არაუმეტეს 370 000 ლარისა;“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) „ა1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ამასთან, „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართვის ღონისძიებებისთვის − არაუმეტეს თვეში 20 000 ლარისა;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით (მომსახურების ფაქტობრივ ხარჯში მოგების წილი არ უნდა აღემატებოდეს სახარჯი მასალების ღირებულების გამოკლებით ფაქტიური დანახარჯის 15%-ს), მათ შორის:

გ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არა უმეტეს – 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით (მათ შორის, სახარჯი მასალის ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არა უმეტეს 5 ლარისა), ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა;

გ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება:

გ.ბ.ა) ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდზე არაუმეტეს 150 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება – არაუმეტეს 100 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება – არაუმეტეს 50 ლარისა), ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 120 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება – არაუმეტეს 90 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება – არაუმეტეს 30 ლარისა);

გ.ბ.ბ) ტესტსისტემების ღირებულების გარეშე, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდზე – არაუმეტეს 50 ლარისა, ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოდან ჩატარებულ ტესტირებებზე − არაუმეტეს 30 ლარისა;

გ.ბ.გ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არა უმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება არაუმეტეს 55 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება არა უმეტეს 30 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება არაუმეტეს 25 ლარისა);

გ.ბ.დ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გარეშე თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არა უმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება − არაუმეტეს 25 ლარისა;

გ.გ) მე-3 მუხლის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 22 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა;

გ.გ​1) მე-3 მუხლის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა;“;

ბ.გ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის (მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, ფსიქიატრიულ მომსახურებასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მედიკამენტების, სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების ჩათვლით) მიხედვით, გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის/ინტენსიური თერაპიისა, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული  №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფისა;“;

ბ.დ) „დ.გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.2) „.ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

 დ.გ2.ა) თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36  და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული დამატებითი (პირდაპირი) ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით; ამასთან, თუ სტაციონირება გრძელდება COVID-19-ის დიაგნოზით, შემთხვევის დასრულებამდე ანაზღაურება ხდება ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში“ შემდეგი პრინციპით: თითოეულ საწოლზე დღიურად არაუმეტეს 100 ლარისა, (რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს), რასაც ემატება ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ხარჯი.  

დ.გ2.ბ) თუ დაწესებულების ბაზაზე  მყოფი პაციენტის ძირითად დიაგნოზად ფიქსირდება COVID-19 ან ხდება სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირება, ასეთ შემთხვევებში ანაზღაურება ხდება ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში“ შემდეგი პრინციპით: თითოეულ საწოლზე დღიურად არაუმეტეს 100 ლარისა, (რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს), რასაც ემატება ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ხარჯი.“.

გ) მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 233,725.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა)  პროგრამული კოდი: 27 03 03 11 01 − ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები − 104,375.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სამინისტრო);

ბ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 02 – ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები – 74,000.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სააგენტო);

გ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 03 − ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები − 37,050.0 ათასი ლარი  (განმახორციელებელი – ცენტრი);

დ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 04 − მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვა (WB)“ – 300.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სამინისტრო);

ე) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 05 – COVID-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა – 18,000.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სამინისტრო).“.

ე) მე-9 მუხლის:

ე.ა) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული COVID 19-ის დიაგნოსტიკა განხორციელდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფებისთვის, ამავე განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.“.

ე.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ექვემდებარება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფები, გარდა შემდეგი ჯგუფებისა:

ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები, მათ შორის:

ა.ა) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება) დამტკიცებული წესების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული №1 და №2 დანართებით, ასევე „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;

ა.ბ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

ა.გ) „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით (შემდგომში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანება) განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

ბ) დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით;“;

ე.გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. COVID-19-ზე პჯრ დიაგნოსტიკაში ჩართულ ლაბორატორიებში საკვლევი ნიმუშების ლოჯისტიკის მართვის მიზნით:

ა) ლაბორატორიები ვალდებული არიან ცენტრში წარადგინონ ინფორმაცია მათი ლაბორატორიული სიმძლავრეების თაობაზე (არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პერსონალი, სამედიცინო დაწესებულებებთან აღებული ვალდებულებები), ასევე მასში შესული ცვლილებების თაობაზე, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „COVID-19-ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში” - ფორმა IV-14/2-ში, ლაბორატორიების მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საკვლევი ნიმუშების ზღვრული ოდენობების რეგისტრაციას;

გ) ლაბორატორიების მიერ მათზე რეგისტრირებულ (5%-ზე მეტი ოდენობით) ნიმუშებზე კვლევის შედეგების რეგისტრაციის ზედიზედ ორი დღის მანძილზე დაგვიანების შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ლაბორატორიაზე რეგისტრირებული საკვლევი ნიმუშების მიღების ზღვრული რაოდენობების შემცირებას 25%-ით, რომლის დაბრუნება საწყის ოდენობაზე ხორციელდება ხარვეზების აღმოფხვრიდან არანაკლებ 96 საათის შემდეგ;

დ) ლაბორატორიის თანამშრომლების ინფიცირების ან სხვა პრობლემებით სერვისების შეფერხების რისკის შემთხვევაში, ლაბორატორია დროებით აჩერებს საქმიანობას ცენტრთან შეთანხმებით, აღნიშნული შეფერხების აღმოფხვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს   2020 წლის 15 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია