დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №10/2000 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 22/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 23/02/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.105 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.105
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის
დადგენილება N 25/2000
2000 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის N 10/2000 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
I. ”საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კრმისიის N 10/2000 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე_19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადებები:
”განცხადება საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინოს არა უგვიანეს ა.წ. 30 მარტის
18 00 საათისა.
აკრედიტაციის მისაღებად მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართონ არაუგვიანეს ა.წ. 30 მარტის 18 00 საათისა.“
2. მე_20 მუხლში სიტყვები ”არა უგვიანეს 31 მარტისა“, შეიცვალოს სიტყვებით:
”არა უგვიანეს 30 მარტის 18 00 საათისა.“
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯუმბერ ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები