„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 763
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022486
763
21/12/2020
ვებგვერდი, 21/12/2020
010240030.10.003.022486
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №763

2020 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №134, მუხლი 1479) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) ნორმატიული აქტით ამტკიცებს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშებს, დაჯილდოების წესსა და პირობებს;“.

მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ბრძანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების შესახებ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია