დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 22/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 23/02/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.104 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.796
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №24/2000
2000 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1.ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი;
2.მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საუბნო საარჩევნო კომისიაში ყველა სახის დოკუმენტაციის მიღებასა და ჟურნალში რეგისტრაციას ახდენს კომისიის მდივანი 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათსა და 30 წუთამდე).
2. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ზემდგომ საარჩევნო კომისიაში წარადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.“.
3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„1. საუბნო საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გაცემული დოკუმენტების რეგისტრაცია მოხდეს კომისიის მდივნის მიერ 10 საათიდან 18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, ხოლო არჩევნების პერიოდში – გარდა კვირადღისა.
2. კომისიის მდივანმა შემოსული მასალები რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის ან მისი დავალებით მოადგილის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცეს შესაბამის პირს შესასრულებლად.
3. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა გასცემს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული მატარებლის სახით მასალის შესაბამისი მომზადების შემდეგ.
4. აკრძალულია კომისიაში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საუბნო საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.“
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები