დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 17/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 23/02/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.100 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.100
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №19/2000
2000 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები სახსრების გამოყენებასა და საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას ეწევიან „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დადგენილების შესაბამისად.
2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებს შეუძლიათ შექმნან საარჩევნო ფონდები, რისთვისაც ხსნიან ბანკში საანგარიშსწორებო ანგარიშს. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, საკუთარი სახსრები, მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ არასახაზინო საწარმოთა, საქართველოს მოქალაქეთა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებათა შემოწირულობანი.
3. დადგინდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდში ერთი (იურიდიული, ფიზიკური) პირის შემოწირულობის ზღვრული ოდენობა _ 50000 ლარი.
4. დადგინდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ზღვრული ოდენობა _ 1000000 ლარი.
5. პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ არჩევნებისათვის ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხების დახარჯვა ხდება მხოლოდ საარჩევნო ფონდის საშუალებით.
6. საარჩევნო ფონდს განაგებს მისი გამგეობა ფონდის გამგებლის, ბუღალტრისა და მოლარის შემადგენლობით, რომელთაც ნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატი.
7. პასუხისმგებლობა ფონდის მიზნობრივი გამოყენებისათვის ეკისრება საარჩევნო ფონდის გამგებელს.
8. საარჩევნო ფონდი იქმნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ.
9. პრეზიდენტობის კანდიდატი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე ხსნის ანგარიშს საქართველოში რეგისტრირებულ ბანკებში (მათ შესაბამის განყოფილებებში), რის შესახებ აცნობებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ანგარიში იხსნება მხოლოდ ეროვნული ვალუტით.
10. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიში. პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ანგარიში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო ფონდის ანგარიშად.
11. ნება დაერთოს საარჩევნო ფონდს მოზიდული სახსრების ხარჯვა აწარმოოს როგორც უნაღდო, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით. ყველა სახის ოპერაციები უნდა გაფორმდეს დოკუმენტურად.
12. საარჩევნო ფონდის შემოსავლად ჩაითვალოს როგორც მის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უფასოდ მიღებული ყველა საქონელი, სამუშაოები, მომსახურება (საბაზრო ფასებით).
13. პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა პრეზიდენტობის კანდიდატები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენენ მათ მიერ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს დადგენილი ფორმით, შესაბამისი ბანკის ამონაწერითურთ.
14. არჩევნების დამთავრების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხოს საქართველოს ბიუჯეტში.
15. საარჩევნო ფონდის მოქმედება შეწყდეს პრეზიდენტობის კანდიდატის საფინანსო ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
16. პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდის შექმნამდე ხარჯების გაწევა ჩაითვალოს ამ დადგენილების დარღვევად.
17. დამტკიცდეს:
ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის ფორმა საარჩევნო ფონდის ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით (დანართი №1);
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების საფინანსო ანგარიშის ფორმა (დანართი №2)
ჯ. ლომინაძე
დანართი №1
მიმართვა-ცნობა
--------------------------------------
(ბანკის დასახელება)
__________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის
სახელი,გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი)
რეგისტრირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში. მას შექმნილი აქვს საარჩევნო ფონდი, რომლის გამგებელიცაა
_________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი)
ბუღალტერი ______________________________________________________________________
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი)
გთხოვთ გაუხსნათ საარჩევნო ფონდის ანგარიში.
__________________________________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე
დანართი №2
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის
ს ა ფ ი ნ ა ნ ს ო ა ნ გ ა რ ი შ ი
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის
სახელი,გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი)
საარჩევნო ფონდის საბანკო რეკვიზიტები ________________________
საარჩევნო ფონდის გახსნის თარიღი ________________________
საარჩევნო ფონდის დახურვის თარიღი ________________________
| სტრიქონი | შემოსავლებისა და ხარჯების დასახელება | ხარჯების კოდი ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით | თანხა (ლარებში) |
|
| შემოსავლები: |
|
|
| 1. | სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა |
|
|
| 2. | საკუთარი სახსრები |
|
|
| 3. | საქართველოში რეგისტრირებულ არასახაზინო საწარმოთა შემოწირულობანი |
|
|
| 4. | საქართველოს მოქალაქეთა შემოწირულობანი |
|
|
| 5. | პოლიტიკურ გაერთიანებათა შემოწირულობანი |
|
|
| 6. | საზოგადოებრივ გაერთიანებათა შემოწირულობანი |
|
|
|
| სულ შემოსავლები |
|
|
|
| ხარჯები |
|
|
| 1. | შრომის ანაზღაურება | 010100 |
|
| 2. | ანარიცხები დამქირავებლისაგან: | 010200 |
|
|
| სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონში | 010201 |
|
|
| დასაქმების სახელმწიფო ფონდში | 010202 |
|
|
| სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში | 010203 |
|
| 3. | მივლინება | 010300 |
|
|
| მივლინება ქვეყნის შიგნით | 010301 |
|
|
| მივლინება ქვეყნის გარეთ | 010302 |
|
| 4. | სხვა საქონელი და მომსახურება | 010400 |
|
|
| ოფისის ხარჯები | 010401 |
|
|
| კომუნალური მომსახურება | 010402 |
|
|
| ტრანსპორტისა და ტექნიკის საექსპლუატაციო ხარჯები | 010406 |
|
|
| სხვა მატერიალური დანახარჯები | 010408 |
|
| 5. | ძირითადი კაპიტალის შეძენა | 040000 |
|
|
| სულ ხარჯები |
|
|
|
| ნაშთი |
|
|
საარჩევნო ფონდის გამგებელი:
საარჩევნო ფონდის ბუღალტერი:
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები