დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016321 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016302) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდების: ა) 1-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდების რეგულირების სფერო ეს წესდება განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებსა და უფლება-მოვალეობებს და ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. ცენტრის სტატუსი 1. ცენტრის სრული სახელწოდებაა – ქართულ ენაზე: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრი“, შემოკლებით – ა(ა)იპ – „აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი“. აფხაზურ ენაზე: „ИАХ – Аҧснытәи Автономтә Ареспубликатә АинформациаАналитикатә Центр“. ინგლისურ ენაზე: „N(N)LE – „Information and Analytical Center of the Autonomous Republic of Abkhazia“, აბრევიატურა – „ica“. ცენტრის სრული და შემოკლებული სახელწოდება, ასევე აბრევიატურა გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით. 2. ცენტრის სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 3. ცენტრის დამფუძნებელია სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა). 4. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით და ამ წესდებით. 5. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქ. № 15ა. 7. ცენტრს აქვს ოფიციალური ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ოფიციალური ვებგვერდი: http://ica.ge, დამხმარე ვებგვერდი: http://abkhazia.org.ge, ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: http://info@ica.ge და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.“; ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აფხაზეთთან დაკავშირებით საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ანალიტიკური, მიმოხილვითი, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სპორტული, დოკუმენტური და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადება და გავრცელება;“; გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ცენტრის ფუნქციები ცენტრის ფუნქციებია: ა) სამშვიდობო, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით პროექტების განხორციელება, როგორც არსებული შიდა რესურსით, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით; ბ) აფხაზეთის თემატიკის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესის გაღვივება შესაბამისი პუბლიკაციების, სტატიების, ინტერვიუების, ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალების შექმნითა და ბეჭდვითი, ინტერნეტ, რადიო და სატელევიზიო მედიისა და საგამომცემლო საქმიანობის გამოყენებით; გ) აფხაზეთთან დაკავშირებით, მასმედიით გავრცელებული და ცენტრის საკომუნიკაციო არხებით მიღებული ინფორმაციის აკუმულირება, შესწავლა, ანალიზი და ყოველდღიური დაიჯესტების, ანალიტიკური მასალების მომზადება, პრობლემური თემების გამოკვეთა, შეფასება და მათზე რეკომენდაციების მომზადება; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება ცენტრის მიზნების მიღწევას.“; დ) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა იმართება საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ არანაკლებ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოწვეულ იქნეს გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობით.“; ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრის სტრუქტურასა და საშტატო რიცხოვნებას განსაზღვრავს დირექტორი, მთავრობასთან შეთანხმებით. 2. ცენტრის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები