დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016745 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-№51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ. III, 03.02.2010, №13 მუხ.151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ანგარიშსწორების დღე – დღე, როდესაც ხდება აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ფასის ეკვივალენტი თანხის გადახდა მყიდველის მიერ;“. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.პირველი მოკლე კუპონის მქონე სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის ფასის გაანგარიშება:
სადაც: P – შესყიდვის ფასი; F – სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება; i – აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე; R- წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე; DFC – სახაზინო ობლიგაციის გამოშვების თარიღიდან კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა; DSC - სახაზინო ობლიგაციის ანგარიშსწორებიდან კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა; n – კუპონის გადახდის რაოდენობა წლის განმავლობაში; E – მოკლე კუპონის სრული ჰიპოთეტური პერიოდის დაწყების თარიღიდან კუპონის პირველ გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა. ჰიპოთეტური პერიოდის დაწყების თარიღი გაინგარიშება კუპონის პირველი გადახდის თარიღისა და კუპონის სრულ პერიოდში არსებული დღეების რაოდენობის სხვაობით; N – დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა სახაზინო ობლიგაციის დაფარვამდე.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის ფასი, რომლისთვისაც დარჩენილია, ჯერ კიდევ გადაუხდელია ერთი კუპონი, გაიანგარიშება შემდეგნაირად:
სადაც:
P – შესყიდვის ფასი; F – სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება; i – აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე; R- წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე; DSC – სახაზინო ობლიგაციის ანგარიშსწორებიდან კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა; n – კუპონის გადახდის რაოდენობა წლის განმავლობაში; E – დღეების რაოდენობა კუპონის მომდევნო და წინა გადახდის თარიღებს შორის.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები