„საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის N02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის N02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 28/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016026
1
28/01/2021
ვებგვერდი, 01/02/2021
050040000.48.065.016026
„საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის N02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №1

2021 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის 02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის  2011 წლის 18 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებულ „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 110318014, 22/03/2011, სარეგისტრაციო კოდი: 050040000.48.065.016002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააპელაციო პალატის მდივნებს, იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელთაგან ბრძანებით ნიშნავს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე. სააპელაციო პალატის მდივანი უზრუნველყოფს საქმისწარმოებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის, მათ შორის, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებების, მხარეებთან გაგზავნას.

3. სააპელაციო პალატის კოლეგია (შემდგომში – კოლეგია) იქმნება თავმჯდომარის ბრძანებით, საქპატენტის თანამშრომელთაგან, სამი წევრის შემადგენლობით.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კოლეგიის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს საქპატენტის იმ დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტსაც ეხება სააპელაციო საჩივარი, ხოლო მეორე წევრი  იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი;

6. თუ სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საკითხი მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის, კოლეგიის ინიციატივით ან მხარეთა დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, კოლეგია უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოიწვიოს ექსპერტი, რომელიც არ არის საქპატენტის თანამშრომელი.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. აცილების საფუძვლები

1. დაუშვებელია საქმის განხილვაში კოლეგიის იმ წევრის მონაწილეობა, რომელიც:

ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს ან მას ამა თუ იმ დაინტერესებულ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

ბ) მონაწილეობდა განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებაში ან/და გადაწყვეტილების მიღებაში;

გ) დაინტერესებული მხარის ან/და მისი წარმომადგენლის ნათესავია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აცილების საფუძვლები  ვრცელდება, აგრეთვე, სააპელაციო პალატის მდივანზე და ამ დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოწვეულ ექსპერტზე.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. თვითაცილება და დაინტერესებულ მხარეთა განცხადება აცილების შესახებ

1. აცილების საფუძვლების არსებობისას კოლეგიის წევრი/მდივანი ვალდებულია სააპელაციო პალატის თავმჯდომარეს წერილობით აცნობოს თვითაცილების შესახებ და მიუთითოს თვითაცილების საფუძველი.

2. კოლეგიის წევრის თვითაცილების შემთხვევაში, სააპელაციო პალატის თავმჯდომარე განიხილავს კოლეგიის წევრის თვითაცილების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას კოლეგიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, ხოლო მდივნის თვითაცილების შემთხვევაში, საქმის განხილვა გაგრძელდება სხვა მდივნის მონაწილეობით.

3. სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს კოლეგიის წევრის/მდივნის, ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული აცილების საფუძველი, ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარად­გინოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძველი.

4. კოლეგიის წევრის/მდივნის აცილების შესახებ საკითხს წყვეტს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. თუ განცხადება მდივნის აცილების შესახებ დაკმაყოფილდა, საქმის განხილვა გაგრძელდება სხვა მდივნის მონაწილეობით.

6. თუ განცხადება კოლეგიის წევრის აცილების შესახებ დაკმაყოფილდა, ამ დებულებით განსაზღვრული წესით სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კოლეგიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ და სააპელაციო პალატის სხდომა გადაიდება არაუმეტეს ორი კვირით.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ, სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახილველად მიღების შემდეგ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-7 პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული საფუძვლები.“.

6. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. სააპელაციო საჩივრის წარდგენა

1. სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა ხდება მატერიალური ფორმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. სააპელაციო საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს სააპელაციო პალატის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ფორმით.

3. ელექტრონული ფორმით წარდგენისას, სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს საქპატენტის ელექტრონული სისტემის (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) www.online.sakpatenti.gov.ge  მეშვეობით.

4. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენისას, მხარეებთან კორესპონდენციის/ბრძანების/გადაწყვეტილების გაგზავნა ხდება საქპატენტის ელექტრო­ნული სისტემის მეშვეობით. ბრძანება/გადაწყვეტილება/შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ბრძანების/გადაწყვეტილების/შეტყობინების მიღების შესახებ შეტყობინების ელექტრო­ნულ სისტემაში ასახვისთანავე.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააპელაციო საჩივარს წარდგენის დღესვე ენიჭება სპეციალური ნომერი.

3. სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღად ითვლება მისი საქპატენტში წარდგენის თარიღი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ დებულების 61 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და მე-8 მუხლის მოთხოვნებს, კოლეგიას გამოაქვს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის თარიღი მხარეებს ეცნობებათ ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. საჭიროების შემთხვევაში, ზეპირი მოსმენა შესაძლებელია გაიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის საქართველოში დაცვის მინიჭების შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი სამთვიანი ვადის დენა ჩერდება, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მიღებული წინასწარი გადაწყვეტილების ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში გაგზავნიდან ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ან დაინტერესებული მხარის მიერ პოზიციის წარმოდგენამდე, რომელიც უფრო ადრე დადგება.“.

8. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის სახელს/სახელწოდებას და საკონტაქტო ინფორმაციას;“;

გ) მე-3 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) წარმომადგენლის (თუ სააპელაციო საჩივარი შეაქვს წარმომადგენელს), სახელს/სახელწოდებასა და საკონტაქტო ინფორმაციას;“;

დ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებსა და გარემოებებს, რომლებსაც ეფუძნება მოთხოვნა;“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი წარმდგენი პირი;“;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72  პუნქტები:    

„71. მხარის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა) უნდა შეიცავდეს:

ა) მარწმუნებლის სახელს/სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო ნომერს, აგრეთვე, წარმომადგენლის (გარდა პატენტრწმუნებულისა) პირად ნომერს;

ბ)   წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) უფლებამოსილების ფარგლებს;

გ)  მინდობილობის შედგენის თარიღსა და ადგილს;

დ) მარწმუნებლის ხელმოწერას;

ე) მინდობილობის მოქმედების ვადას. თუ ვადა აღნიშნული არ არის, მინდობილობა ძალაშია მარწმუნებლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე.

72. მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის არის შედგენილი.

ზ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, თუ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს ყველა იმ ადრინდელი პრიორიტეტის მქონე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე, დი­ზაინზე, გეოგრაფიულ აღნიშვნასა და/ან ადგილწარმოშობის დასახელებაზე, ან ამ ობიექტების ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადებზე, რომლის საფუძველზეც წარდგენილია სააპელაციო საჩივარი.“;

თ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არსებობს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;“;

ი) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს 61 მუხლის მე-2 პუნქტის და ამ მუხლის პირველი, მე-3 – 81 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კოლეგიას გამოაქვს გადა­წყვეტილება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე და სააპელაციო საჩივრის წარმდგენ პირს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, კოლეგიას გამოაქვს გადაწყვეტილება სააპე­ლაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დენა ჩერდება.

11. თუ აღმოიფხვრა ის გარემოება, რომელიც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, მხარე უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს სააპელაციო პალატას ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.“.

9. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. კომერციული საიდუმლოება

„1. სააპელაციო საჩივრის, შესაგებლის ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენს მის კომერციულ საიდუმლოებას. სააპელაციო პალატის კოლეგია 15 სამუშაო დღის ვადაში იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მითითებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგე­ნილია კანონით.

2. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად არმიჩნევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვე­ტილება. გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააპელაციო პალატას.

3. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად არმიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს სააპელაციო საჩივრის განხილვას. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღნიშნული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია მესამე პირთათვის ხელმისაწვდომი შესაძლოა გახდეს დაფარული ფორმით.“.

10. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს: სააპელაციო პალატის კოლეგიის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სააპელაციო პალატის მდივანი უგზავნის აპელანტს ან მის წარმომადგენელს. 

2.  კოლეგიის მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ, სააპელაციო პალატის მდივანი, სააპელაციო საჩივრისა და მასზე თანდართული მასალების, აგრეთვე, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილების ასლს უგზავნის დაინტერესებულ მხარეს.

3. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია სააპელაციო პალატას წარუდგინოს შესაგებელი, მატერიალური ფორმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. შესაგებელი წარდგენილ უნდა იქნეს იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეც მონაწილეობს სააპელაციო საჩივრის განხილვაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაგებლის წარდგენა ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შესაგებელი წარდგენილ უნდა იქნეს სააპელაციო პალატის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული  ფორმით.

4. აპელანტს უფლება აქვს უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. სააპელაციო პალატა საქმისწარმოებას წარმართავს ქართულ ენაზე.“.

11. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლეგია უფლებამოსილია მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს  განსახილველი საქმის შედეგზე.

2. კოლეგია ვალდებულია დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე განა­ახლოს საქმისწარმოება.“.

12. მე-13 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მხარეთა ან მესამე პირთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, კოლეგია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით განიხილავს და ამოწმებს სადავო მტკიცებულებებს.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. თუ ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოვლინდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოება, აღნიშნული უნდა ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს და მიეცეს საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. კოლეგია უფლებამოსილია ახლად გამოვლენილი გარემოება განიხილოს ზეპირი მოსმენით.

8. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა. მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახუ­რულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პრო­ფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.“.

13. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

1. სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით გამართული ზეპირი მოსმენის სხდომის მიმდინარეობა აისახება აუდიოჩანაწერში, რომლის ჩაწერას ტექნიკური საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფს სხდომის მდივანი.

2. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის ჩანაწერის გამოთხოვის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს გადაეცემა შესაბამისი აუდიოჩანაწერი ელექტრონული ფორმით – აუდიოდისკის სახით. 

3. დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შეთხვევაში დასაშვებია ოქმის გაცემა წერილობითი ფორმით, მოთხოვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. ოქმის წერილობითი ფორმით გაცემისას, ოქმს უნდა დაესვას სააპელაციო პალატის ბეჭედი.

5. წერილობითი ფორმით გაცემულ ოქმში მიეთითება:

ა) სააპელაციო საჩივრის დასახელება, სააპელაციო საჩივრის სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის თაობაზეც ეწყობა განხილვა;

ბ)   განხილვის დრო და ადგილი;

გ)  კოლეგიის თავმჯდომარის, წევრებისა და სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;

დ) დავის საგანი, განხილვაში მონაწილე პირთა ახსნა-განმარტების მოკლე აღწერა.

6.    ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაგზავნილ ოქმზე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს შენიშვნები ოქმის ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ კოლეგია ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს და ასახავს ოქმში, ხოლო თუ არ ეთანხმება გამოაქვს გადაწყვეტილება შენიშვნის უარყოფის შესახებ.“.

14.  მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:

„მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

1.  2020 წლის 10 ოქტომბრამდე სააპელაციო პალატაში განხილულ საქმეთა შესახებ მესამე პირების მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვისას, სააპელაციო პალატის კოლეგია, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართავს შესაბამის დაინტერესებულ პირს/პირებს და ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე იმსჯელებს 81 მუხლით განსაზღვრული წესით.

2.  ამ დებულების ამოქმედებამდე განხილულ სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით ოქმის გაცემა ხდება ამ დებულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქპატენტის თავმჯდომარემინდია დავითაძე