დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.146.016196 |
|
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 26/12/2019, 010250050.35.146.016181) დამტკიცებულ წესს დაემატოს მე-12¹ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12¹. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისათვის საახალწლოდ სასურსათო პაკეტით დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ქურთის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ 76 (სამოცდათექვსმეტი) ოჯახს გაეწიოს სასურსათო პაკეტით ყველი (530გრ), შესქელებული რძე (370გრ) 2 ცალი, ქათამი (1 კგ), ძეხვი (400გრ), ხილის წვენები (2ლ), ბარდა (400გრ), ხორცის კონსერვი (500გრ), კარაქი (200გრ), მანდარინი (1 კგ), ფორთოხალი (1 კგ) დახმარება.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები