დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.140.016441 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
25
18/12/2020
ვებგვერდი, 22/12/2020
010250050.35.140.016441
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2020 - 19/12/2023)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვარის, თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან; |
| მუხლი 2 |
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვარის, თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან. |
| მუხლი 3 |
ფიზიკურ პირებსა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის ან/და 2021 წლის იავნარი, თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. |
| მუხლი 4 |
1. ფიზიკურ და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე.
2. ფიზიკურმა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ, განცხადებით უნდა მიმართონ შპს „ასპინძის კეთილმოწყობის“ ადმინისტრაციას (ს/ნ 423098016). |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები