„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 17/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016425
75
17/12/2020
ვებგვერდი, 18/12/2020
300280000.16.009.016425
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №75

2020 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  „გ“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„გ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ (ლაჯანურჰესი) – 2.768 თეთრი/კვტსთ;

დ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ (გუმათჰესების კასკადი) – 2.494 თეთრი/კვტსთ;

ე) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ (ძევრულჰესი) – 4.653 თეთრი/კვტსთ;“.

2. „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ვ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ (რიონჰესი) – 1.436 თეთრი/კვტსთ;“.

3. „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 1 იანვრამდე.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 1 მაისამდე.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე