დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.146.016195 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №12 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/12/2019; 190020020.35.146.016180) დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 2.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი II
ქურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
ქურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 2,170,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 4.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გადასახადები 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 5.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გრანტები 2,170,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 6 |
განისაზღვრა ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი 01,01 2020 წლის მდგომარეობით 51,4 ათ.ლარი.
|
თავი III
ქურთის მუნიცი პალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები2,221,4ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 8.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8.7ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 9.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი IV
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
ქურთის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციის შესაბამისად:
ათასი ლარი
|
მუხლი 11.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -51,4ათასი ლარის ოდენობით.
ა) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 51,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 51,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 12.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
თავი V
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) დაქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები)შემდეგი რედაქციით:
1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურებას, საქონელსა და მომსახურება და სხვა. ასევე, პრიორიტეტი მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხარჯებს. 2. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი02 00) ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, საპირფარეშოების მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტული სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქურთის მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები,შიდა საუბნო გზების მოხრეშვა მოსანდაკება და სხვაღონისძიებები. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
3. განათლება (პროგრამული კოდი 03 00) ქურთის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას შეუწყობს ხელსმათი კომფორტული გარემოს შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი(პროგრამული კოდი 04 00) ქურთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, 80 წელს გადაცილებული მოხუცების ერთჯერადი სოციალური დახმარება, მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
თავი VI
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 15.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება |
ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 16.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება |
ქურთის მუნიციპალიტეტის 2020წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს კანონის„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერდადგენილი წესისთანახმად. |
მუხლი 17.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური განწერა |
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის თანახმად ქურთისს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 18.
ფულადი ჯილდოს და დანამატის გაცემა |
2020 წლის განმავლობაში ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე ფულადი ჯილდო და დანამატი გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 19.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელთა ნუსხა |
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების (ორგანიზაციების) ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 20.
ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება |
დაუშვებელია, იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებები არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები.
|
მუხლი 21.
ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შესახებ ინფორმაციის წარდგენა |
1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე;
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 22.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება |
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქურთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერი 90,0ათ.ლარიდა 75,3 ათასი ლარი, მიიმართოს: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის და14,7 ათასი ლარი გარდაცვლილი დევნილი ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯის დასაფინანსებლად. |
მუხლი 24.
საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქურთისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის გამოყოფილ იქნეს 8,0 ათასი ლარი. |
მუხლი 25.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები