საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016387
33
18/12/2020
ვებგვერდი, 21/12/2020
010250050.35.139.016387
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2020 წლის 18 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის, თებერვლის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 2
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში
მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 4
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი