„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37332
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 16/12/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016601
37332
16/12/2020
ვებგვერდი, 17/12/2020
000000000.00.00.016601
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის

უფროსი №37332

2020 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდურ მითითების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი პირების მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადი (მოთხოვნა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყოფის შესახებ, საგადასახადო ორგანოს მიერ განიხილება, როგორც სათანადო ინფორმაცია და აღნიშნული თანხების დარიცხვას, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი პირებისათვის გახსნილ მოსაკრებლის ბარათზე, სათანადო პროცედურების დაცვით, მოახდენს ელექტრონული ველის (მოსაკრებლის ნიშნის) გამოყოფის თარიღით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე საანგარიშო კვარტალში მოთხოვნილია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი, მომდევნო საანგარიშო კვარტალისათვის მოსაკრებლის თანხის დარიცხვა მოხდება მომდევნო კვარტალის პირველი სამუშაო დღის თარიღით. ხოლო, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის მოთხოვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შემთხვევაში, მოსაკრებლის თანხის დარიცხვა მოხდება ეტაპის დაწყების თარიღით, რომელიც შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

სამსახური უფროსი                                                  ლევან კაკავა