„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 69-129
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016802
69-129
15/12/2020
ვებგვერდი, 16/12/2020
280120000.35.101.016802
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №69-129

2020 წლის 15 დეკებმერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-9 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.101.016679) და დადგენილების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი  მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესის“  (დანართი №6) მე-11 მუხლს, მე-5 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2020 წლის დეკემბერში, მიმწოდებლის სტატუსის მქონე დაწესებულებებზე, ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების გაცემისათვის ავანსის სახით, გასცეს 2020 წლის ნოემბერში, წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი შემთხვევების ფულადი ოდენობის 100%.

7. 2020 წლის დეკემბერში ავანსის სახით მიღებული თანხის მოცულობის შესაბამისად, ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს გაუწიოს წესით გათვალისწინებული მომსახურება, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე